ბიძინა ივანიშვილი მსახიობ კახი კავსაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

April 27, 20211min1110
bidzina-ivanishvili-kakhi-kavsadze

ბიძინა ივანიშვილი მსახიობ კახი კავსაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მსახიობის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„საქართველომ კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი – კახი კავსაძე დაკარგა. კაცი, რომელიც ყველას გვიყვარდა. არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრი და კინო თაობებს შეაყვარა. კახი წავიდა, მაგრამ მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამიერიდან, კახი მის მიერ შექმნილ უკვდავ როლებში განაგრძობს არსებობას. კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი.
კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ. ამ უდიდეს დანაკლისს ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს. რთულია, როდესაც უყურებ, როგორ გვტოვებენ დიდი ქართველები, თუმცა მხოლოდ ის თუ გვანუგეშებს, რომ მათი მემკვიდრეობა უკვდავია.“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

დატოვეთ პასუხი

კომენტარების დამოწმება ხდება საიტის ადმინისტრატორის მიერ!.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. http://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ