ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, დღეს მსჯელობაა იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ხელისუფლება ქვეყანას” – გიგა ბოკერია

March 24, 20211min341
გიგი ბოკერია

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის სე­ნატ­ში მსგავ­სი სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა.

რო­გორც ბო­კე­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ამ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და ეცა­დოს, რომ მსგავ­სი გარე ზე­წო­ლა, შიდა პრო­ტესტთან ერ­თად, გახ­დეს ფაქ­ტო­რი, რომ „ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ბო­ლომ­დე არ შე­ტო­პოს და დრო­ზე მო­ვი­დეს გონს“.

“არც მე მახ­სოვს და არ ყო­ფი­ლა ამას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, არა­თუ მსგავ­სი მძი­მე სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა სე­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­ცი­ე­ლის გამო. ერ­თა­დერ­თი, რა­საც შე­მიძ­ლია შე­ვა­და­რო, თუმ­ცა გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ არის იდენ­ტუ­რი, უნდა შე­ვა­და­როთ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე“, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი იყო, რომ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში ყო­ფი­ლი­ყო იმა­ზე, რო­გორ წავა სა­ქარ­თვე­ლო წინ – ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზით, ამე­რი­კას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის გზით, თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გზით.

თუმ­ცა, დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წყა­ლო­ბით მსჯე­ლო­ბა არის იმა­ზე, რო­გორ მი­ა­ქა­ნებს უფსკრუ­ლის­კენ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას და რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დონ ჩვენ­მა მე­გობ­რებ­მა ამის შე­სა­ჩე­რებ­ლად. ეს უსი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლია, მაგ­რამ პა­რა­დოქ­სია! ამ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ვი­თა­რე­ბა­ში ეს ფაქ­ტო­რი ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ბო­ლომ­დე არ შე­ტო­პოს და გარე ზე­წო­ლით, ქვეყ­ნის შიგ­ნით პრო­ტესტთან ერ­თად, დრო­ზე მო­ვიყ­ვა­ნოთ გონ­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. http://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ