კორონა ვირუსი ინდოეთში და მსოფლიოში

April 26, 20211min1500
korona virus indoetshijpg

თარჯიმან-ფასილიტატორი ნათელა საჯაია, რომელიც 26 წელია ინდოეთში ცხოვრობს და სამედიცინო ტურიზმს ეწევა, “დღის კურიერთანინდოეთში კორონა ვირუსის არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. 

“უმძიმესია როგორც უკვე იცით მდგომარეობა ინდოეთში, ყველა შტატში თითქმის. ყოველდღიურად ციფრები უფრო იზრდება. მეორე შტამმა საკმაოდ მძიმე ზიანი მოაყენა ქვეყანას. საავადმყოფოები პაციენტებით სავსეა, საავადმყოფოს გარე მდებარე ტერიტორიებზეც წვანან… სასწრაფო მანქანებშიც, ასევე კერძო მანქანებში. რაც ყველაზე დეფიციტურია, ეს არის ჟანგბადი და დიდი სიკვდილიანობაც ამის გამოა.

ნათელა საჯაია ამბობს, რომ იმდენად მძიმეა სიტუაცია ინდოეთში, მედპერსონალი ვითარებას ვერ უმკლავდება. ასევე, მისი თქმით, თვითონ სამედიცინო პერსონალშიც ძალიან ბევრია ინფიცირებული,” – აღნიშნა ნათელა საჯაიამ.

ამასთან, ნათელა საჯაია განმარტავს, რითი განსხვავდება ინდური შტამი სხვა შტამებისგან.

“ეს არის ორმაგი მუტაციით გამოწვეული ახალი შტამი, რომელიც უფრო დიდი სისწრაფით ვრელდება და მეტად საშიშია ჯანმრთელობისთვის.

როგორც ვარაუდობენ, ეს არის ბრიტანეთიდან შემოსული კორონა ვირუსი მუტირებული . აქ უკვე სამწუხაროდ აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ჩემი შვილი არის 22 წლის და მასაც წინა თვეში შეხვდა ეს ვირუსი. 14 წლის ბავშვებიც კი უკვე გახშირებული დაავადებაა.

მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ძნელია დაიცვა დისტანცია. ხალხი მოეშვა, არ იკეთებდნენ ნიღბებსაც კი.

მთავრობა კორონა ვირუსთან საბრძოლველად სასწრაფოდ, 2-3 დღეში აშენებს პალატკას – 500 კაციდან 2000-მდე, ვინაიდან საავადმყოფოებში ნამდვილად არ არის ადგილი, აღარც  მედიკამენტები არააა,” – განაცხადა ნათელა საჯაიამ.

დატოვეთ პასუხი

კომენტარების დამოწმება ხდება საიტის ადმინისტრატორის მიერ!.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. http://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ