ნიკა ბასილაშვილმა შტრუფს მოუგო და კალიარის ნახევარფინალში გავიდა

April 10, 20211min3150
nika basilashvili

კალიარიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის ნახევარი მილიონი ევროა, წარმატებულ სვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მისი მორიგი მეტოქე იან ლენარტ-შტრუფი გახლდათ, რომელსაც გრუნტზე თამაში ეხერხება და ბევრიც გაუმწარებია.

ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ისინი კორტის საპირისპირო მხარეს აქამდე 6-ჯერ დამდგარან და უპირატესობას შტრუფი ფლობდა – 4:2.

პირველი სეტი ორივე ჩოგბურთელმა ოდნავ ქაოტურად დაიწყო და ვერცერთი მათგანი საკუთარი მოწოდების მოგებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მაინც ბასილაშვილმა იმძლავრა და პირველი სეტიც 7:5 მოიგო.

მან პირველი სეტის შემდეგ სამედიცინო ტაიმაუტი მოითხოვა, თუმცა თამაშის მეორე სეტში დასრულება მაინც შეეძლო. სამწუხაროდ, ჩვენებურს რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლა, მეტოქეც უკეთ ათამაშდა – 6:4 გერმანელის სასარგებლოდ და შტრუფმაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე გადამწყვეტ სეტში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ქართველმა ჩოგბურთელმა სრული მობილიზება მოახერხა და შტრუფს – 6:3 მოუგო.

ფინალში გასასვლელად ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ ლასლო დიერეს დაუპირისპირდება.

დატოვეთ პასუხი

კომენტარების დამოწმება ხდება საიტის ადმინისტრატორის მიერ!.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. http://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ