
რეცეპტის ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი, 1 კბილი დაკეპილი ნიორი, 1⁄2 ჭიქა დაჭრილი წითელი ხახვი, 1⁄4 ჭიქა მშრალი წითელი ღვინო, 900 გრამი ქათმის ბულიონი, 1 ჭიქა პატარა მაკარონი, მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი, 2 ჭიქა ბროკოლის ყვავილები, 1 1⁄2 ჭიქა გახეხილი ჩედარი, 1⁄4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში.
რეცეპტის მომზადების საფეხურები
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში გააცხელეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და ნიორი 3 წუთით მოთუშეთ. დაუმატეთ ხახვი და ღვინო, ადუღეთ 5 წუთით. დაუმატეთ ბულიონი, მაკარონი და შეაზავეთ 1 ჩ/კ მარილითა და ½ ჩ/კ შავი პილპილით. ადუღეთ მაკარონის მოხარშვამდე.
მირთმევამდე დაუმატეთ ბროკოლი, ჩედარი და ოხრახუში. ხარშეთ ბრკოლის დარბილებამდე და ყველის დადნობამდე, დაახლოებით 1 წუთით.
მორთეთ ოხრახუშით და მიირთვით მომზადებისთანავე.