გოგი გვახარია: ,,ასტრაზენეკას” აცრის ქაღალდი თავზე გადაგვახიეს, ,,სინოფარმი”

გოგი გვახარია

,დიახ, ჩემი საყვარელი ,,ასტრაზენეკას” აცრა, უფრო სწორად, ქაღალდი, რომელიც ადასტურებს რომ ორჯერ ვარ აცრილი, აქ თავზე გადამახიეს _ კოდს არ უჩვენებსო. როცა ქაღალდი ვაჩვენე ბეჭდით, გაკვირვებული სახე მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანის მთავარ სასახლეში ჩვენ ვერ შევძლებდით შესვლად და ვერც პატარა დარბაზში, სადაც განმეორებით აჩვენებემ საკონკურსო ფილმებს. აქაც აკრძალულია ჩვენთვის შესვლა. აღარაფერს ვამბობ ,,სინოფარმით” აცრილენზე, ,,სინოფარმი” რა არის, საერთოდ არ იცოდნენ სასახლეში შემსვლელებმა, ამიტომაც გამოგვაბრუნეს და იძულებულები ვიყავით, თავიდან აგვეღო ტესტი”, _ ამბობს კინომცოდნე გიორგი გვახარია კანის კინოფესტივალიდან ვიდეოჩართვაში.

,,კანის კინოფესტივალზე მკაცრად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. ჩემს კოლეგებს, იმათ, ვინც ,,სინოფარმით” აიცრა, მაინცდამაინც არ სჯეროდათ, რომ ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთავდნენ, მიუხედავად ფესტივალის დირექციის ოფიციალური წერილისა, რომელიც კანში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ. ასტრაზენეკელები საერთოდ არ ვფიქრობდით პრობლემებზე – თბილისში გვარწმუნებდნენ, რომ ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინები კანის ფესტივალზე გასამგზავრებლად ყველანაირ ბარიერს მოგვიხსნის.

საზღვარი წარმატებით გადავკვეთეთ. ამდენ საბუთს შორის, მგონი, მაკრონის წერილი გვაკლდა მხოლოდ. უბედნიერესი ვიყავი – ჩემმა ,,ასტრაზენეკამ” ევროპის კარი გამიხსნა. მაგრამ ეს სიხარული დროებითი აღმოჩნდა. ფესტივალის სასახლის შესასვლელთან ახალგაზრდა ქალმა ყურადღებით დამითვალიერა საბუთები, ყველა მხრიდან ატრიალა თავისი აპარატი, რომელიც QR კოდებს კითხულობს და ბოლოს გამომიცხადა: ,,პარდონ, მაგრამ ქართულ ,,ასტრაზენეკას” ჩვენი სისტემა არ კითხულობს”.

ამის მერე გამიშვეს ტესტზე, რომელიც აქ 48 საათში ერთხელ უნდა ჩაიტარო თუკი კანის ფესტივალის სასახლეში შეღწევის სურვილი გაქვს.

მოკლედ, მეგობრებო, ევროპაში აღიარებული ვაქცინებით აცრილებო, სანამ ევროპაში გაემგზავრებით, კარგად გაარკვიეთ რას აჩვენებს კოდი, რომელიც დართულია თქვენს ე.წ. ,,კოვიდ ბარათზე”.. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთში გამგზავრებას თუ აპირებთ, იცოდეთ, ქართული კოვიდბარათი კი არა, მაკრონის წერილიც კი არ გიშველით”.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ