დაბალკალორიული შვრიის ღვეზელი ვაშლით – რეცეპტი

July 14, 20211min1102
ღვეზელი ვაშლის

ამ ნამცხვრისთვის იყენებენ შაქარს. მაგრამ მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ თაფლით ან სხვა ჯანსაღი დამატკბობლით. არ ინერვიულოთ უფრო მეტი ვაშლია, ვიდრე ცომი. ეს ხდის შვრიის ნამცხვარს ძალიან წვნიანს და ნაზს.  ვაშლს წაუსვით ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს.

ინგრედიენტები

კარაქი 120 გრ
შაქარი 160 გრ

მარილი 1 მწიკვი

კვერცხი 3 ცალი

ხორბლის ფქვილი 100

შვრიის ფანტელები 150 გრ

გამაფხვიერებელი 1 ჩ / კ

დარიჩინი 1 ს / კ

ვაშლი 4 ცალი

ლიმონი 1 ცალი

მომზადება

შეურიეთ დარბილებული კარაქი შაქარს და მარილს. ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ კვერცხები სათითაოდ, აგრძელეთ თქვეფა გლუვი, მსუბუქი მასის მიღებამდე.

გაცრილ ფქვილს დაამატეთ შვრიის ფანტელი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. აურიეთ ნარევი თხევად მასაში რამდენიმე ეტაპად. რბილი ცომი უნდა გამოვიდეს.

გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მსუბუქად მოასხით ლიმონის წვენი. გახეხეთ ლიმონის ცედრა და დაუმატეთ ცომს. ვაშლებიც შეურიეთ და აურიეთ კარგად.

26 სანტიმეტრიან ტაფას წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი და გაათანაბრეთ. ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ