თეა წულუკიანი – ჟურნალისტს: “შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით “

July 13, 20211min699
tea wulukiani

“თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს”, – ასე მიმართა საქართველოს ვიცე–პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტს.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილმა ლგბტ თემი და მისი ინტერესები საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის გამოიყენა.

“არ ვიცი რომელ არხს წარმოადგენთ, მაგრამ ჩემი ქვეყნის ჟურნალისტი ბრძანდებით. შეწყვიტეთ ჩემი და ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას – ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია. თქვენ, ყოველთვის იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია, ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის. თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს. ამიტომ შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ