იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყო

March 25, 20211min2417
tokyo-olympics

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა იაპონიაში 25 მარტს დაიწყო. ოლიმპიური ჩირაღდანი ქვეყნის 47-ვე პრეფექტურას გაივლის. გარბენა 121 დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს.

ესტაფეტა პანდემიის გამო შეზღუდვებით მიმდინარეობს. ოლიპიური ჩირაღდნის ანთების ცერემონიას მაყურებელი არ ესწრებოდა. მეჩირაღდნეს ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლები და პოლიცია ახლავს თან. ადამიანებს, რომლებიც მორბენლების შესაგებებლად გამოდიან, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს უცხოელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, ხოლო პარაოლიმპიადა – ერთი თვის შემდეგ, 23 აგვისტოს.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ