იუნა შაფათავას რშევები -5 მარტივი გზა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად

July 14, 20211min1007

სწორად შერჩეული საკვები დანამატები ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიას და ხსნის დაღლილობას

თანამედროვე მსოფლიოში სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. შესაბამისად,  შექმნილი გარემო ჩვენგან განუსაზღვრელ ძალისხმევას მოითხოვს. სამსახურებრივი, პირადი თუ უფრო გლობალური გამოწვევების ფონზე ზოგჯერ ძალიან ძნელია სიმშვიდე შეინარჩუნო. მით უფრო, როცა ახალ საქმესთან და საკუთარ თავთან ბრძოლა, ყველაფრის დადგენილ ვადებში მოსწრება და ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ყოფნა ყოველდღიურ რუტინად გვექცა, რაც ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს.

დღეს, როგორც არასდროს, ჯანმრთელობის შენარჩუნება უდავო პრიორიტეტია.  რადგან  ჯანმრთელობა ამოწურვადი რესურსია, მასზე სისტემატური ზრუნვა გვმართებს. ამისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და  ორგანიზმის შინაგანი წონასწორობისა და მდგრადობის დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ “5 მარტივ წესს ორგანიზმის გასაჯანსაღებლად”.

შეამცირეთ სტრესის დონე

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტრესი დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. იგი აქვეითებს იმუნურ სისტემას, დაქვეითებული იმუნიტეტი კი სათანადოდ ვეღარ ებრძვის ინფექციებსა და დაავადებებს. შედეგად, ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირება ფერხდება. სტრესი ადამიანის ორგანიზმში აქვეითებს ჰორმონ “კორტიზოლის” გამომუშავებას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში, ასევე, უზრუნველყოფს ორგანიზმში არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნებასა და იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

სტრესის მართვისას უმნიშვნელოვანესია, მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. დაკავდით სპორტული აქტივობებით, როგორიცაა: ცურვა, იოგა, კარდიო და სუნთქვითი ვარჯიშები. დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე სეირნობას.

მეტი ჯანსაღი საკვები

ამბობენ, ჯანსაღი კვების რაციონი განაპირობებს ჩვენს გუნება-განწყობას, რაც, პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტული პროდუქტები დღის რომელ მონაკვეთში მივირთვათ.

ჩვენი ყოველდღიური საკვების რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ვიტამინებით გაჯერებულ ბუნებრივ პროდუქტებს. ამისათვის აუცილებელია, მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, თევზი. მოერიდოთ ნახევარფაბრიკატებს, სწრაფი კვების პროდუქტებს, მონო დიეტებს (ერთი სახეობის საკვების მიღება) და ხანგრძლივად შიმშილს. ენდოკრინოლოგები გვირჩევენ, ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, ორ ჭიქამდე წყალი მივიღოთ. ზოგადად კი, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში 1,5-2 ლიტრი  წყლის მიღება.

მოწესრიგებული და სრულფასოვანი ძილი

მოწესრიგებული და სრულფასოვანი ძილი ჩვენს სხეულს ეხმარება ყოველდღიური მენტალური თუ ფიზიკური სტრესისგან გათავისუფლებაში და ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებასა და გაძლიერებას. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 6 საათი გვეძინოს.

ვარჯიში და ზომიერი ფიზიკური აქტივობა

დაკავდით ფიზიკური აქტივობით, იმოძრავეთ, ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ მაინც ან ირბინეთ. გახსოვდეთ: რეგულარული ვარჯიში ამცირებს გაციების, გრიპისა და ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს და გხდით ჩვეულებრივზე მეტად გამძლეს.

დღეს ადამიანები, სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, დროის უმეტეს ნაწილს დახურულ ოფისებსა თუ შენობებში უმოძრაობაში ვატარებთ, რაც მეტად საზიანოა ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია, გამოვნახოთ დღეში სულ მცირე 10-15 წუთი მზის სინათლეზე სასეირნოდ. ასე შევძლებთ ორგანიზმის D3 ვიტამინით გაჯერებას, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რესპირაციული ინფექციების პრევენციაში.

სწორად შერჩეული საკვები დანამატები – ორამინ- F

ზამთრის სეზონი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ელემენტების სიმცირით ხასიათდება, რაც ასევე აისახება იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია ორგანიზმში არსებული დეფიციტის შევსება სხვადასხვა ტიპის ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებით.

აღნიშნული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ბიოლოგიურად აქტიური დანამატით – ორამინ- F-ით, რომელიც ვიტამინებისა და მიკროელემენტების მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ. ის ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიას და ხსნის დაღლილობას, ამავე დროს, ის მატონიზირებელი ეფექტითაც გამოირჩევა და მატებს ჩვენს ორგანიზმს ენერგიასა და ტონუსს. მნიშვნელოვანია, რომ ორამინ-F, Fცხიმში და წყალში ხსნადი ვიტამინების სრული ნაკრების გარდა, შეიცავს ორ ძალზე მნიშვნელოვან პროდუქტს: კორეულ ჟენშენს და სამეფო ჟელეს ანუ ფუტკრის რძეს, რომელთა სასარგებლო თვისებები და გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა.

კორეული ჟენშენი უხსოვარი დროიდან  წარმოადგენს აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთ  თვალსაჩინო პროდუქტს, რომელსაც “სიცოცხლის ფესვს” უწოდებენ. ჩინურ მედიცინაში ითვლება, რომ ის ღმერთების საჩუქარი და პანაცეაა, რომელსაც “ყველა დაავადებისგან” განკურნება შეუძლია. კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) შეიცავს A, C, E, B  ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს. ის წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების საკვებ მასალას, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი ტოლერანტობის ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. http://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ