მეგრული ხარჩო მსოფლიომ აღიარა – რეცეპტი

July 14, 20211min765
ხარჩო

CNN-მა მსოფლიოში საუკეთესო 20 წვნიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა შორის ქართული ხარჩოც მოხვდა.

„საქონლის ხორცითა და ნიგვზით მომზადებული ტრადიციული ხარჩო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში“, – წერს გამოცემა.

მეგრულ ხარჩოს როგორც წესი, საქონლის ხორცისგან ამზადებენ, თუმცა ზოგი ქათმის ხორცითაც ამზადებს.

ინგრედიენტები

1 კგ საქონლის ხორცი
2-3 ც ხახვი
500 გრ პომიდორი
350 გრ ნიგოზი
3-5 კბილი ნიორი
1 ს.კ. მჭადის ფქვილი
მარილი, ზაფრანა, ხმელი სუნელი, პაპრიკა გემოვნებით
მომზადება

გარეცხეთ და დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1 ჭიქა წყალი და მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი და შეწვით სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ.
დაჭერით წვრილად პომიდორი და მოთუშეთ 3-5 წუთი. დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და აადუღეთ.
მოამზადეთ ნიგვზის პასტა. გაატარეთ ნიგოზი, დაუმატეთ მარილი და სუნელები, ცოტაოდენი წყალი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
დაამატეთ ხორცში ნიგვზის მასა და დაჭყლეტილი ნიორი. წამოადუღეთ და კიდევ 4-5 წუთი ხარშეთ.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ