როგორ უნდა გადაამოწმოთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა Facebook-დან თქვენი პირადი მონაცემები

facebook-account

ჰაკერებმა Facebook-ს 533 მლნ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაავრცელეს, – იუწყება Business Insider.

მისი ინფორმაციით, საჯაროა ​ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღები, ადგილმდებარეობა.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული მონაცემები ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე განთავსდა. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებიც მონაცემებიც. ფორუმზე ჩვენი ქვეყნის 95 193 მოქალაქის პირადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

როგორ გადავამოწმოთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა ჩვენი პირადი მონაცემები?

გამოცემა The Verge წერს, რომ ამის გადამოწმება სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, გადახვიდეთ ვებგვერდზე Have I Been Hacked და მითითებულ გრაფაში მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი (მეილი). ვებგვერდი თქვენი პირადი ინფორმაციის, როგორც Facebook-ს, ისე სხვა საიტებიდან მოპარვასაც შეგატყობინებთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ შეიტყობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები მოპარულია?

თუ მითითებულმა ვებგვერდმა გამცნოთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები ჰაკერებმა მოიპარეს, პირველ რიგში პაროლები უნდა შეცვალოთ იმ საიტებზე, საიდანაც ინფორმაციამ გაჟონა. ამის შემდეგ კი, დამატებითი დაცვისთვის, ორმაგი ავტენთიფიკაციის ფუნქციის ჩართვაა საჭირო.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. http://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ