
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმული მომაბეზრებელი ფრაზები დასჯადი გახდება.
კანონპროეტქის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქორწინების იძულება ისედაც დასჯადი ქმედებაა, თუმცა ახალ კანონში უფრო ნათლად იქნება გაწერილი თუ რას გულისხმობს ტერმინი იძულება.
„ქორწინებასთნ დაკავშირებით, მომაბეზრებელ ხასიათს შეგონებები – „დროა უკვე დრო, გათხოვდი რას ელოდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი? აგვიანებ ძალიან“, „შენ კიდე მარტო დაიარები? სანამდე უნდა იაროთ ასე?“ – ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზების ავტორი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უნდა დაისაჯოს, რადგან ავტორიტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნებმა ნათლად აჩვენა, რომ მსაგვსი შინაარსის ფრაზები, უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებსა და ზოგადად სოციუმზე“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება აღსრულების საკითხს, ამ ნაწილში სამარლადამცველბი ჩაერთვებიან.