იყიდება ბინა ყველაზე იაფად

რომელ უბანში ღირს ბინა ყველაზე ძვირი და იაფი

იყიდება ბინა ყველაზე იაფად
March 24, 20211min2274
udzravi-qonebis-statistika

თიბისი კაპიტალი თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევას ავრცელებს.

2021 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ბინების საშუალო ფასი 5.4%-ით შემცირდა, რაც, ძირითადად, პანდემიით გამოწვეულ შოკებსა და შემცირებულ მობილობას მიეწერება. ამის მიუხედავად, თებერვალში, იანვართან შედარებით, საშუალო ფასმა 1.7%-ით მოიმატა.

ფასების ზრდის ფონზე, სტაბილურად იკლებს ქირის გადასახდელები. თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 12 თვეში საშუალო ქირის თანხა თითქმის 28%-ით შემცირდა.

პანდემიის მიუხედავად, თებერვალში ჯამურად 2 900 ბინა გაიყიდა, რომელთაგან 1 900 სრულიად ახალი იყო, 1 000-მდე კი – ძველი.

2021 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინის 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $732 დოლარია, ძველისა კი – $639. რაც შეეხება უბნებს, ახალი ბინები ყველაზე ძვირი შემდეგ რაიონებში ღირს:

  1. მთაწმინდა – 1 კვ.მ > $1 100
  2. ვაკე – 1 კვ.მ > $1 000
  3. საბურთალო – 1 კვ.მ > $800
  4. ჩუღურეთი – 1 კვ.მ ~ $800
  5. დიდუბე – 1 კვ.მ < $800
განსხვავებული რეალობაა ძველი ბინების ბაზარზე, სადაც უბნებს შორის ვაკე ლიდერობს:
  1. ვაკე – 1 კვ.მ > $950
  2. მთაწმინდა – 1 კვ.მ ~ $950
  3. საბურთალო – 1 კვ.მ ~ $800
  4. დიდუბე – 1 კვ.მ ~ $700
  5. კრწანისი – 1 კვ.მ > $600

ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ