ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა საბერძნეთში შეკრება მოაწყეს – ნახეთ, რა იყო განხილვის თემა

March 29, 20211min2726
kanonieri qurdebi italiashi

ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ საბერძნეთში შეკრება ჩაატარეს. ამის შესახებ „პრაიმ კრაიმის“ რედაქტორი ვიქტორია გეფტერი იუწყება.

მისი თქმით, შეკრების მიზეზი 46 წლის ქართველი ზვიად პაპიაშვილია, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ სტატუსის დაბრუნება სურს. როგორც ცნობილია, ის 2008 წელს მეშვიდე იზოლატორში სცემეს. შეხვედრა დასრულდა იმით, რომ პაპიაშვილს 58 წლის ნიკოლაი შალიბაშვილმა დაარტყა, რომელიც კრიმინალურ წრეებში „კოკას“ სახელითაა ცნობილი. შესაბამისად ზვიად პაპიაშვილს მორიგ შეკრებამდე „კანონიერი ქურდის“ სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა. გეფტერის აზრით, ზვიადს პრაქტიკულად არ ჰქონდა შანსი, რადგან მან დაკარგა ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდების“ მხარდაჭერა. კერძოდ კი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის (შაქრო მალადოი), რომელმაც ინციდენტის შესახებ შეიტყო და კოკას მხარე დაიჭირა.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ