ქონების მიტაცების მცდელობა თბილისში – რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები ნაქირავები ბინიდან არ გამოდიან

September 1, 20221min43
gamosaxleba

პოლიცია იყო ცოტა ხნის წინ მობილიზებული ისანში, სადაც რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები ნაქირავები ბინიდან გამოსვლაზე უარს ამბობენ და მფლობელს არც კუთვნილ ფულს უხდიან.

ირკვევა, რომ ქირით ბინაში შესახლებულებმა მფლობელის პირადი ნომერი თაღლითური გზით მიოპოვეს და ბინაში ისე დარეგისტრირდნენ, რომ მფლობელს ამის უფლბა არ მიუცია.

საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ბინა გააქირავა ახლა სასამართლოს გზით ცდილობს დაიბრუნოს კუთვნილი უძრავი ქონება, საიდანაც შესახლებულები არ გამოდიან.

როგორც პოლიცია ამბობს, მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს ბევრია.

ბინის მეპატრონე ამბობს რომ ბელორუსმა და რუსმა მოქალაქემ მაისში იქირავეს სახლი, ორი თვის შემდეგ კი პრობლემები დაიწყო, როდესაც მდგმურები არც გადასახადს იხდიდნენ და არც ქირას.

რუსი და ბელარუსი მოქალაქეები კამერასთან კომენტარს არ აკეთებენ ამბობენ, რომ მათი ადვოკატი გასცემს სამართალდამცველებს ყველაფერზე პასუხს.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ