ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონში ბიტკოინის მაინინგი აიკრძალება

March 24, 20211min2412
mainingi

ჩინეთის ერთ-ერთ რაიონში, სადაც გლობალური ბიტკოინის 8% გამომუშავდება, კრიპტოვალუტის წარმოება, ანუ მაინინგი აიკრძალება.

შიდა მონღოლეთის რეგიონში კრიპტოვალუტის გამომუშავების აკრძალვის მიზეზად მთავრობა მაინერების მაღალ ენერგომოხმარებას ასახელებს.

ბიტკოინის მაინინგი საჭიროებს მძლავრ კომპიუტერებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტრონულ ენერგიას მოიხმარენ.

კემბრიჯის ბიტკოინის ელექტრომოხმარების ინდექსის მიხედვით, ყოველწლიურად ბიტკოინის მაინინგზე 128.84 ტერავატი/საათში ენერგია იხარჯება, ეს მაჩვენებელი კი აჭარაბებს ისეთი ქვეყნების მთლიან წლიურ ენერგო მოხმარებას, როგორებიცაა: უკრაინა და არგენტინა.

გლობალური ბიტკოინის მაინინგის 65% ჩინეთზე მოდის, ხოლო შიდა მონღოლეთის რეგიონზე – 8%.
შედარებისთვის, ამ რეგიონში უფრო მეტი რაოდენობით ბიტკოინი გამომუშავდება, ვიდრე აშშ-ში, სადაც ეს მაჩვენებელი 7.2%-ია.

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ დაწესებული ენერგომოხმარების გეგმის გადაჭარბების გამო რეგიონს მოუწევს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქმედება ჩინეთის მთავრობის დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც დეცენტრალიზებულ სისტემაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის მიმართ ბრძოლას გულისხმობს.

2017 წელს ჩინეთმა აკრძალა კრიპტოვალუტის საწყისი შეთავაზება (ICO), რამაც ჩინეთში ახალი კრიპტოვალუტის საფონდო ბირჟებზე გატანის პროცესი გაართულა.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ