წონაში დაკლება, დიეტა: 7 დღიანი დიეტა – წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან და წონაში გაკლებინებს 10 კილოგრამს

dieta-დიეტა-wonashi-dakleba-წონასჰი დაკლება

შვიდ დღიანი დიეტა უპირველეს ყოვლისა წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან და წონაში გაკლებინებს 10 კილოგრამს.რას გვირჩევენ ბრიტანეთის ცნობილი დიეტოლოგები? როგორ უნდა დავიცვათ დიეტა?

1) პირველ დღეს ვსვამთ დიდი რაოდენობით სასმელს ( მნიშვნელობა არა აქვს, რისი წვენი იქნება, თუნდაც ბულიონი მივირთვათ ).

2 ) მეორე დღე ეკუთვნის ბოსტნეულს, რომელსაც მივირთმევთ სალათების სახით და ნებისმიერი რაოდენობით, სასურველია ბოსტნეულში ჩავრთოთ კომბოსტო, რომელიც მოგეხსენებათ შლის ცხიმებს.

3 ) მესამე დღეს გავიმეორებთ იმას, რაც მივირთვით პირველ დღეს, ანუ ნებისმიერი სახის სასმელი დიდი რაოდენობით.

4 ) მეოთხე დღეს რაციონში ვრთავთ ხილს ნებისმიერი ოდენობით ( გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა: ბანანი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, ლეღვი და თუთა), აქვე სასურველია თუ გავითვალისწინებთ ცხიმისმწველი გრეიფრუტის შეძლებამდე მირთმევას..

5 ) მეხუთე დღე ეკუთვნის ცილოვან პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი – ოღონდ მოხარშული, ქათმის ფილე მოხარშული და დასაშვებია იოგურტი.

6 ) მეექვსე დღეს კვლავ ვიმეორებთ პირველი და მესამე დღის მენიუს – ანუ სითხეები რაც შეიძლება დიდი ოდენობით + უშაქრო ყავა და უშაქრო ჩაი.
7 ) მეშვიდე დღეს უკვე შეგვიძლია სამჯერ მივირთვათ. მათ შორის: საუზმეზე ჩაი უშაქრო, მოხარშული კვერცხი.

ლანჩზე – ხილი ნებისმიერი დასახელების.
სადილზე – ბულიონი ბრინჯით ან ბოსტნეულით მომზადებული.
სამხარზე ხილი.
ვახშამზე – კი სალათა მარილითა და ზეთით.
სასურველია ზემოთ გაწერილ 7 დღეზე თუ ჩავრთავთ მწვანე ჩაის დღეში თუნდაც ორ – სამ ფინჯანს. ყველასთვის ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას.

აი, ეს არის 7 დღიანი დიეტა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია წონაში 10 კილოგრამის დაკლება.


ახალი ამბები

ახალი ამბები ყველა ქართული ონლაინ საინფორმაციო სააგნეტოდან. გაიგეთ ყველაფერი ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სპორტული და სხავდასხვა სიახლეების შესახებ. ახალი ამბები დღეს საქართველოში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ახალი ამბების პრესა. https://infosite.ge ახალი ამბების საუკეთესო საიტი.


დაგვეკონტაქტეთ

დაგვირეკეთ