
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის მატჩზე, საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ზე დაწერა.
“28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!”- წერს ღარიბაშვილი.